აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკა მდებარეობს აზიის და ევროპის გზაჯვარედინზე.მისი დედაქალაქია ბაქო,რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ქალწულის კოშკი ქალწულის კოშკი ბაქოს სავიზიტო ბარათია. ძეგლის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა არაერთ ლეგენდას ყვება. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მდიდარი შაჰის ქალიშვილს ღარიბი ბიჭი შეჰყვარებია. ამის გამო კი მამას კოშკში ჩაუკეტავს, საიდანაც შეყვარებული გოგონა გადმომხტარა და თავი მოუკლავს.Unesco-ს გამოკვლევით, ძველი წელთაღრიცხვით 7-6 საუკუნეებში, გამოიყენებოდა … More აზერბაიჯანი

საქართველო

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა. რაბათი რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, … More საქართველო

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა არის ფედერალური სახელმწიფო ევროპის ცენტრში. მისი დედაქალაქია ვენა, რომელსაც შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ხელოვნების ქალაქი. შენბრუნის სასახლე შენბრუნის სასახლე— საიმპერატორო, როკოკოს  სტილში ნაგები 1 400 ოთახიანი საზაფხულო რეზიდენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაშ. წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მონუმენტს და 1960-იანი წლებიდან ვენის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას.  სასახლის ახლანდელი სახე აშენებული იქნა იმპერატორ მარია ტერეზას მიერ, რომელიც მარია ანტუანეტას დედა გახლდათ. როდესაც მოცარტი … More ავსტრია

ამერიკა

ამეერიკის შეერთებული შტატები არის ფედერალური სახელმწიფო.მისი დედაქალაქია ვაშინგტონი. ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია ამ ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობაზე, სწორედ ამიტომ ამ ბლოგით გამოგზაურებთ ამერიკის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილებში. თავისუფლების ქანდაკება თავისუფლების ქანდაკება მდებარეობს მანჰეტენზე , თავისუფლების კუნძულზე. ქანდაკება შექმნილია ფრანგი პროფესორის და პოლიტიკოსის Frederic Auguste Barthold-ის მიერ 1865 წელს. ეს იყო საფრანგეთის საჩუქარი აშშ-სთვის. ქანდაკება თავდაპირველად … More ამერიკა

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა ცენტრალურ ევოპაში. მისი დედაქალაქია პრაღა, რომელიც თავისი ათასწლოვანი ისტორიით, მომხიბვლელი არქიტექტურით, საუკეთესო ლუდით, კონცერტებით, მუზეუმებითა და ღამის ცხოვრებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზს. ვაცლავის მოედანი ქალაქის მთავარი მოედანი მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრეა, მათ შორის დემონსტრაციები, სადღესასწაულო ღონისძიებები და სხვა საჯარო შეკრებები. ბოჰემიის წმინდა ვაცლავის სახელწოდების მქონე ადგილი ბულვარი უფროა ვიდრე … More ჩეხეთი

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა მდებაორეობს სამხრეთ ევროპაში. მისი დედაქალაქია ათენი. საბერძნეთი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია, მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძარი აკროპოლისი აკროპოლისი- ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. … More საბერძნეთი

გერმანია

გერმანია, ოფიციალურად  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ერთი შეხედვით მოსაწყენი გერმანია ბევრ საინტერესო და ღირებულ ღირსშესანიშნაობებს მალავს. ბრანდენბურგის კარიბჭე ბრანდენბურგის კარიბჭე  — ყოფილი ქალაქის კარიბჭე და ბერლინის სიმბოლო. მდებარეობს პარიზე პლაცაზე და ერთადერთი შემორჩენილი შემოსასვლელი კარიბჭეა ისტორიულ ქალაქში. ჩრდილოეთით ერთ ბლოკში რაიხსტაგი  მდებარეობს. კარიბჭე მონუმენტური დასასრულია უნტერ დენ ლინდერის (ცაცხვების ხეივანი-ბულვარი), რომელიც სამეფო რეზიდენციამდე იშლებოდა. კარიბჭე შეუკვეთა ფრიდრიხ ვილჰემ … More გერმანია

არაბეთის გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები-  მუსლიმური ქვეყანაა. აქაური ცხოვრების წესი საკმაოდ ცნობილია. ყოველდღე ხუთჯერ მუსულმანებს მოუწოდებენ მეჩეთში სალოცავად, რომლებიც გაბნეულია მთელს ქვეყანაში. კვირა იწყება პარასკევს. პარასკევი მუსულმანებისათვის უწმინდესი დღეა. აქ მიღებული არ არის  ჩადრის გარეშე ქუჩაში ყოფნა ან გამომწვევად ჩაცმულობა. მაგრამ ბოლო წლებში დიდი რაოდენობით ტურისტების გამო წესების ჩარჩოები იცვლება ევროპული ტრადიციების სასარგებლოდ. დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ქალაქია. სულ … More არაბეთის გაერთიანებული საამიროები

იაპონია

იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია,რომლის დედაქალაქი არის ტოკიო. ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო ტოკიოს ღირსშესანიშნაობები არ შემოიფარგლება არქიტექტურული საოცრებებითა და ისტორიული ობიექტებით. დედაქალაქში მოგზაურობისას ჩაეფლობით იაპონიის ტრადიციულ კულტურაში: დაესწრებით ლეგენდარულ ჩაის ცერემონიალს ან სუმოისტების ვარჯიშს, ივახშმებთ გეიშების მუზიცირების თანხლებით, მოდუნდებით შიატსუს მასაჟის სეანსზე ან … More იაპონია

ჩინეთი

ჩინეთი ცნობილია როგორც ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა.მისი დედაქალაქია პეკინი. ჩინური ცივილიზაცია ერთ-ერთია იმ უძველესი ცივილიზაციებიდან, რომლებიც დღესაც  არსებობს და განაგრძობს განვითარებას. მისი 3500 წლიანი ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, კულტურა, ენა და განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლები,  საინტერესო თავგადასავალს და შთაბეჭდილებებს პირდება მოგზაურებს. წარმოგიდგენთ ჩინეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს. ჩინეთის დიდი კედელი ჩინეთის დიდი კედელი  განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლია, მსოფლიოს ის საოცრებაა, რომელიც დღემდე ერთნაირად … More ჩინეთი